ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-06-20

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
სამეცნიერო კონფერენციების გახსნისადმი მიძღვნილი პლენარული სხდომა

სამეცნიერო კონფერენციების გახსნისადმი მიძღვნილი პლენარული სხდომა

2017 წლის 20 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა ყოველწლიური კონფერენციები გამხსნელი პლენარული სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ჯონი აფაქიძე, რომელიც მიესალმა აღნიშნული ღონისძიების მონაწილეებს და მათ წარმატებები უსურვა.

სსუ-ს სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა აუდიტორიას წარუდგინა 2016 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესრულებული სამეცნიერო მუშაობის მოკლე ანგარიში.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონფერენცია მიეძღვნა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს. ბუნებრივია, ამ მნიშვნელოვანი თარიღისადმი დაკავშირებული ღონისძიების წარმართვა შეუძლებელი იყო შესაბამისი პრობლემის ამსახველი მოხსენების გარეშე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს ეკლესიის ისტორიის ერთ-ერთი აღიარებული სპეციალისტია საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და ჩვენი უნივერსიტეტის მეგობარი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, რომელმაც წაიკითხა მოხსენება: „საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და მისი საერთაშორისო აღიარების პრობლემები“.

დასასრულს, მომხსენებელმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა. პროფ. სერგო ვარდოსანიძეს მიესალმნენ და კითხვებით მიმართეს პროფესორებმა: დაზმირ ჯოჯუამ, გივი როგავამ, ლია ახალაძემ და სსუ-ს საგამომცემლო ჯგუფის უფროსმა რობერტ მესხმა.

ფოტო გალერეა