2025 წლის 8 აპრილს,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა
და ფარმაციის ფაკულტეტის, ფარმაციის მიმართულების პროფესორ ირმა ცომაიას ინიციატივითა
და ძალისხმევით, გაიმართა შეხვედრა ფარმაცევტულ კომპანია „გეფასა“ და სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის.
აუდიტორიას მიესალმა
სსუ-ის ფარმაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ფარმაციის დოქტორი, პროფესორი ირმა ცომაია,
მადლობა გადაუხადა სტუმრებს და აღნიშნა: - „კომპანია „გეფასთან“ ჩვენ მრავალწლიანი,
მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა გვაკავშირებს. ჩვენი სტუდენტები წარმატებით არინ დასაქმებულნი
კომპანიის სააფთიაქო ქსელში და მათ აქვთ ყველანაირი ხელშეწყობა და მოქნილი გრაფიკი, რომ ხელი არ შეეშალოთ მიმდინარე
სასწავლო პროცესში.“
კომპანია „გეფას“ HR-ის თანამშრომლებმა, ელენე
ჭაბუკიანმა - დამსაქმებლის ბრენდის განვითარებისა და კომუნიკაციების მენეჯერმა და თათა
ლუტიძემ - ტალანტების მოზიდვის სპეციალისტმა, სსუ-ის სტუდენტებს გააცნეს კომპანიის
მენეჯმენტი და სტუდენტთა კარიერული ზრდის შესაძლებლობები. აგრეთვე, მათ სტუდენტებს
მიაწოდეს ინფორმაცია აფთიაქების ლოკაციის შესახებ, შესთავაზეს კომპანიაში არსებული
მიმდინარე ვაკანსიები, ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე
და აღნიშნეს, რომ -“სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაციის მიმართულების სტუდენტები
გამოირჩევიან უნივერსიტეტში მიღებული ცოდნითა და კომუნიკაციის უნარით, რაც პირველ რიგში
მათი პროფესორ-მასწავლებლების დამსახურებაა და მადლობა გადაუხადეს პროფესორ ირმა ცომაიას
და ასოცირებულ პროფესორებს: ანტონ ჩიქოვანს, ნინო ტაბატაძესა და ემა ჭურღულიას, სტუდენტთა
აღზრდის საკითხში შეტანილი წვლილისთვის.
კომპანია გეფას წარმომადგენლებმა
სტუდენტებს შეავსებინეს ვაკანსიის ფორმები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
შეხვედრის შემდეგ,
პროფესორმა ირმა ცომაიამ, სტუმრებს დაათვალიერებინა კომპანია „გეფას“ ხელშეწყობით,
ფაკულტეტზე ახლადმოწყობილი, იმიტირებული აფთიაქი, სადაც სტუდენტები დიდ გამოცდილებას
იძენენ და ეუფლებიან ფარმაცევტის მეტად საინტერესო პროფესიას.