2025 წლის 24 აპრილს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს
ეწვია თურქმენეთის მეჯლისის წარმომადგენლობითი დელეგაცია:
ანამუხამეტ სარჯაევი – თურქმენეთის მეჯლისის წევრი,
მეჯლისის სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, თურქმენეთ–საქართველოს პარლამენტთაშორისი
მეგობრობის გუნდის თავმჯდომარე;
გურბანგელდი აშიროვი – თურქმენეთის მეჯლისის დეპუტატი,
მეჯლისის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წევრი;
მუხამეტბერდი გელდიმამედოვი – თურქმენეთის მეჯლისის
წევრი, მეჯლისის სამართალწარმოებისა და მისი ნორმების კომიტეტის წევრი;
დოვლეთმურატ სეითმამედოვი – თურქმენეთის საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;
მათთან ერთად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ:
კონსტანტინე საბიაშვილი – საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში და ვლადიმერ ბოჟაძე – საქართველოს პარლამენტის გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველი მოადგილე.
დელეგაციას უმასპინძლეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, სსუ-ის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარმა,
პროფესორმა ბადრი ნაჭყებიამ და საერთაშორისო
ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ინდირა
ძაგანიამ.
სსუ-ში გამართული „მრგვალი მაგიდის“ მოდერატორი პროფესორი ბადრი ნაჭყებია ბრძანდებოდა.
საუბარი წარიმართა ქართულ-თურქმენული ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე.
რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ყურადღება გაამახვილა
სსუ-ში თურქმენული კაბინეტის მნიშვნელობაზე, რომელიც სწორედ თურქმენეთის საელჩოს ხელშეწყობით
შეიქმნა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის ერთადერთია. კაბინეტი ქართულ-თურქმენული
კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება.
მეჯლისის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თურქმენეთში მიმდინარე
მოვლენებსა და ქვეყნის განვითარებაზე მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის განმავლობაში,
მოიწონეს სსუ-ში გახსნილი თურქმენი განმანათლებლის, მახთუმყული ფირაგის სახელობის კაბინეტი,
ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივაზე და დასახეს ერთობლივი პროექტები.
„მრგვალ მაგიდაზე“ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო
სსუ-ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ნაშრომს „მშვიდობის ქართული პარადიგმა“.
აღინიშნა „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ განსაკუთრებული როლი კონფლიქტების მშვიდობით
დარეგულირების საკითხებში. თურქმენეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებმა სურვილი
გამოთქვეს, რომ ბატონი ზურაბის წიგნის პრეზენტაცია ჩატარდეს მათ უნივერსიტეტებში.
მეჯლისის წევრებმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს თურქმენი განმანათლებლის, მახთუმყული ფირაგის საიუბილეო
გამოცემა უსახსოვრეს და ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში მიიწვიეს.