სიახლეები

ტრაპიზონის უნივერსიტეტის პროფესორი სსუ-ს ეწვია

2025 წლის 6-7 მაისს, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობით იმყოფებოდა ტრაპიზონის (თურქეთი) უნივერსიტეტის პროფესორი უნალ ჩაქიშოღლე.

 

სტუმარს შეხვდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროს, პროფესორი ინდირა ძაგანია.

 

პროფესორმა უნალ ჩაქიშოღლუმ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტებზე წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი და მისი როლი სწავლა-სწავლებაში“, რომელმაც სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ფოტო გალერეა