news

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერდისციპლინარული საუნივერსიტეტო აკადემიური კონფერენციის დღეები გაიხსნა

2025 წლის 14 მაისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიხსნინტერდისციპლინარული საუნი­ვე­რ­სი­ტეტო აკადემიური კონფერენცია. კონფერენცია გახსნა სსუ სამეცნიერო კვლევებისა და გან­ვი­თა­რების დეპარ­ტა­მე­ნტის უფროსმა, პროფ. ლია ახალაძემ, რომელმაც ისაუბრა უნივერსიტეტის ტრა­დიციულ მიდგომაზე - მაისის თვეში ყოველწლიურად იხსნება საუნივე­რ­­სიტეტო ინტერდ­ისცი­პლინარული კონფერენციების დღეები, რომელიც დარ­გო­ბრივ სექციებზე, მიმართულებების მიხედვით აგრძელებს მუშაობას  ფაკულტეტებზე. ამ დღეს წინა წლის ანგარიშის თვით­შე­­ფა­სე­ბითა და მიმდინარე წლის გეგმებით ხვდებიან დე­კა­ნე­ბი, რაც ერთგვარ მოტივაციას იძლევა თვი­თ­შეფასება მივცეთ და წინასწარ დავგეგმოთ ჩვენი სამეც­ნი­ე­რო მუშაობა.

საუნივერსიტეტო ინტერდისციპლინარული კონფერენციის მონაწილეებს მისასა­ლ­მე­ბე­ლი სიტყვით მიმართა  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ. მან ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის საქმიანობაში სამეცნიერო მუშაობის გაფარ­თო­ე­ბი­სა და ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით „სამშვიდობო განა­თ­ლე­ბის“ ცენტრის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. კონფერენციის წევრებს მიესალმა და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ სამეცნიერო ღონისძიებების ფინანსურ უზრუნველყოფაზე ისაუბრა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა  ასოც. პროფესორმა ნინო თოფური­ძემ; უნივე­რ­სიტეტის მიერ 2024 წელს წარმატებით გავლილი ავტორიზაციის სამეცნიერო სეგმენტის საე­რ­თა­შორისო შეფასების, საერთაშორისო აკადემიურ სისტემაში ჩართულობისა და სადოქტორო პროგრამებში დაგეგმილ სიახლეებზე  ისაუბრა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფ­რო­სმა ასოც. პრო­ფე­სორმა რომეო გალდავამ.

სამუშაო სექციაზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა, სამართლისა და დიპლომატიის, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტებისა და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის სამეცნიერო საქმიანობის ამსახველი ანგარიშები წარადგინეს ფაკულტეტის დეკანებმა და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა: ასოც. პროფ. მარინა ტურავამ, ასოც პროფ. ნესტან კეკელიამ, ასოც. პროფ. ირმა დიხამინჯიამ, პროფ. ვეფხვია გვარამიამ, ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილმა, პროფ. ლია ახალაძემ და  ასოც. პროფ. ეკა ესებუამ.

ინტერდისციპლინარული საუნივერსიტეტო აკადემიური კონფერენციის დღეები უნივერ­სი­ტეტში 14 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა სექციურ საუნივერსიტეტო კონფერენციებთან ერთად დაგეგმილია რამდენიმე ერო­ვ­­ნული სამეცნიერო ფორუმი.  

Photo gallery