2025 წლის 19 მაისს, 12:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება „აქტო ჯგუფის“ გენერალური დირექტორის, ISO-ს ასოცირებული აუდიტორის, საქსტატის დირექტორთა საბჭოს წევრის, გიორგი ეზუგბაიას მოხსენება თემაზე: "თანამედროვე ბიზნესი: გამოწვევები და სოციალური პასუხისმგებლობა". შეხვედრა იმართება ჟან მონეს მოდულის CSREU-ს ფარგლებში. მისამართი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტკოვსკაიას ქ. 61, მე-6 სართული, ჟან მონეს აუდიტორია 607.