2025 წლის 25 ივლისს, 13:00
საათზე, სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი იოსებ შენგელია (სადოქტორო პროგრამა „საქართველოს ისტორია“) ისტორიის დოქტორის
აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: ჭანისწყლის ქვემო წელი (ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევა).
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ბეჟან ხორავა – ისტორიის დოქტორი, სსიპ - სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ოფიციალური რეცენზენტები: გონელი არახამია – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საორგანიზაციო-სამეცნიერო განყოფილების უფროსი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და ეკა ანთია –
ისტორიის დოქტორი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული
პროფესორი.
დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
დისერტაციის დაცვა
შედგება მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, VII სართული,
ზვიად გამსახურდიას საკონფერენციო დარბაზი.
ისტორიის სადისერტაციო საბჭო