ახსენებთ, რომ კონკურსანტთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადად განსაზღვრულია 8-16 სექტემბერი; აღნიშნულ პერიოდში კონკურსანტმა სრულად უნდა დაფაროს სწავლის სემესტრული საფასური.
თანხის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში ხაზინის ერთიან ანგარიშზე (ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 709047289).
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს თანხის გადახდის ქვითარი (ასლი) სსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში (ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, ოთახი №204) ან გადმოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: tpmd@sou.edu.ge
მაგისტრატურაში ჩარიცხვის ბრძანება გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 20 სექტემბრისა.