27 სექტემბერს საქართველო იხსენებს უახლესი ისტორიის ყველაზე მტკივნეულ და ტრაგიკულ დღეს, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ ქვეყნის საერთო ტკივილს, არამედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მძიმე წარსულს, რომლის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები გმირულად დაეცნენ სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში.
ჩვენ ღრმა მწუხარებითა და უსაზღვრო პატივისცემით ვიხსენებთ მათ.
დაღუპული პროფესორ-მასწავლებლები: გ. ქალდანი, გ. ელერდაშვილი, თ. ჭელია, თ. კიკაძე, შ. ჯღამაძე, ბ. მგალობლიშვილი.
დაღუპული სტუდენტები: ლ. გვარამია, კ. კიკაბიძე, გ. პერტია, ლ. ჯანხოთელი, ლ. რობაქიძე, ჯ. ნიჟარაძე, მ. ქოიავა, ზ. გაბუნია, ბ. ქალდანი, ე. შერვაშიძე, გ. ძოწენიძე, მ. გურჩიანი, კ. მალანია, მ. მიქელაძე, ზ. ახალაია, მ. მარგიანი, ჯ. მერაბიშვილი, ბ. მეფარიშვილი, შ. უგრეხელიძე.
მათი ხსოვნა მარადიულია! სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღესაც აგრძელებს თავის აკადემიურ მისიას, რომელსაც თან სდევს ღირსეული ვალდებულება – გაუფრთხილდეს სამშობლოს ერთიანობის იდეასა და მომავალ თაობებს, რათა ამით პატივი მიაგოს ღირსეულ წინაპართა ხსოვნას!
ღრმა პატივისცემით ვიხსენებთ ყველა გმირს, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის სიცოცხლე გაწირა.