სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის სამეცნიერო „შრომების“ გამოცემას, რომელიც ქვეყნდება შემდეგი დარგობრივი მიმართულებებით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულება (სექციები: ენათმეცნიერება, ლიტარატურათმცოდნეობა, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტურის ისტორია), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულება (სექციები: პოლიტიკის მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ეკონომიკა) ბიზნესის ადმინისტრირება და სამართლის მიმართულება (სექციები: ბიზნესი, სამართალი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულება (სექციები: საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, მათემატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები).
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის „შრომები“ რეგისტრირებულია ISBN - ში, თითოეული სტატია ელექტრონულად იტვირთება DOI-ის ციფრული იდენტიფიკატორის მხარდაჭერით ციფრულ რეპოზიტორიუმში, რომელიც იდენტიფიცირებულია DOI-ს რეგისტრაციის სააგენტოს Crossref – ის და Google Scholar - ის, ვებ საძიებო სისტემების მიერ.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2025 წლის XXII შრომებში სტატიების მიღება გაგრძელდა 2025 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით და ანონიმური რეცენზირებისა და პლაგიატის გავლის შემდეგ გამოქვეყნდება შრომების შესაბამის სექციაში. დოქტორანტის ნაშრომისთვის აუცილებელია სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია ნაშრომის გამოქვეყნების შესახებ.
სტატია უნდა შეიცავდეს სამეცნიერო სიახლეს და არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული. სტატიები ქვეყნდება ქართულ (აბსტრაქტით ქართულ და ინგლისურ ენაზე) და ინგლისურ (აბსტრაქტით ინგლისურ და ქართულ ენაზე) ენებზე.
ავტორებმა სტატია გამოსაქვეყნებლად უნდა წარმოადგინონ ელ-ფორმით, შემდეგი პარამეტრების დაცვით:
ü ავტორის/ავტორების სახელი და გვარი;
ü ავტორის/ავტორების აკადემიური ხარისხი, აკადემიური თანამდებობა, ინსტიტუცია, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა;
ü ქართულ ენაზე შესრულებული სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 30 გვერდს (აბსტრაქტების, ძირითადი ტექსტის და სქოლიოების ჩათვლით) და აკრეფილი უნდა იყოს მხოლოდ Sylfaen – ის ფონტში (ასოების ზომა 11, სტრიქტონებს შორის ინტერვალი 1, 15);
ü წარმოდგენილი სტატია უნდა შეიცავდეს აბსტრაქტს, შესავალს, კვლევის მეთოდებს, მსჯელობას (დისკუსია), დასკვნას და გამოყენებულ ლიტერატურას;
ü აბსტრაქტი არანაკლებ 220 სიტყვისა, არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას ქართულენოვანი სტატიისთვის ქართულ და ინგლისურ ენებზე, ინგლისურენოვანი სტატიისთვის ინგლისურ და ქართულ ენებზე; ინგლისური თარგმანი შესრულებული უნდა იყოს C2 (Proficiency), არანაკლებ C1 (Advanced/მაღალი) დონისა, რომელიც აკრეფილი უნდა იყოს Times New Roman-ის ფონტში;
ü ნაშრომის აბსტრაქტი ორივე ენაზე უნდა შეიცავდეს კვლევის მიზანს, კვლევის სიახლეს, კვლევის შედეგებს და მინიმუმ ექვს საკვანძო სიტყვას (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
ü ცხრილები, დიაგრამები და გრაფიკები წარმოდგენილი უნდა იყოს გასაგები სათაურით A4 ფორმატის ფურცელზე და დანომრილი უნდა იყოს არაბული ციფრებით;
ü ილუსტრაციის გამოქვეყნების უფლებაზე პასუხისმგებელია სტატიის ავტორი;
ü სტატია შემოწმდება პლაგიატის სისტემაში და პლაგიატის ან თვითპლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში არ დაიბეჭდება;
ü რეცენზირება ანონიმურია და ავტორი ვალდებულია გაითვალისწინოს რეცენზენტის შენიშვნები და საჭიროებისამებრ, გადაამუშაოს სტატია;
ü ნაშრომის გაფორმების და ლიტერატურის მითითების წესი იხილეთ სსუ შრომების სარედაქციო პოლიტიკის დანართში: https://www.sou.edu.ge/images/dxp/ssu-Sromebis-saredaqcio-politika-1757934918.pdf
ü შრომები გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: scientific@sou.edu.ge
liaahaladze@sou.edu.ge
სტატია, რომელშიც არ იქნება გათვალისწინებული სსუ „შრომების“ სარედაქციო პოლიტიკა, არ გამოქვეყნდება!