სიახლეები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ტრენინგი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2025 წლის 13 ოქტომბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა სამართლებრივი სტანდარტების გაცნობას, თანამედროვე გამოწვევების ანალიზსა და პროფესიული ცოდნის გაზიარებას უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის.

 ტრენინგი ჩაატარა ბატონმა გიორგი მირიანაშვილმა. იგი გახლავთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის (DPO) თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე.

  ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობისა და პრაქტიკული მიდგომების შესახებ, განიხილეს საერთაშორისო გამოცდილება, აქტიურად მიიღეს მონაწილეობა საკითხების ანალიზსა და დისკუსიაში.

ტრენინგი ხელს უწყობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის სამართლებრივი ცოდნის ამაღლებას, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და პროფესიული კომპეტენციის განვითარებას.

ფოტო გალერეა