სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ.

შეთანხმება მიზნად ისახავს თანამშრომლობას მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებზე, ერთობლივი პროფესიული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების, ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.

ვიზიტის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკა, საგამოცდო ცენტრი, სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები და სამუზეუმო სივრცე.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მომავალშიც განაგრძობს თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუციებთან, რათა ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის ამაღლებას, ეროვნული ინტერესების მხარდაჭერასა და განვითარების ახალ შესაძლებლობებს.

ფოტო გალერეა