news

სსუ-ში შრომის უსაფრთხოების საკითხებზე გეგმიური სწავლება გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგულარულ რეჟიმში განაგრძობს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში უნივერსიტეტის დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას. 

ამ მიზნებიდან გამომდინარე, დღეს, 4 ნოემბერს უნივერსიტეტის დასაქმებულთათვის ჩატარდა სასწავლ წლის გეგმით გათვალისწინებული გეგმიური სწავლება შრომის უსაფრთხოების სამართლებრივ საკითხებსა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების, საგანგებო რეაგირების ჯგუფის ფუნქცია-მოვალეობების განაწილების თაობაზე.

ტრენინგის მსვლელობის დროს დასაქმებულებს მიეწოდათ ინფორმაცია ისეთი საკითხებზე, როგორებიცაა: 

დამსაქმებლისა და დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობები;

ინფორმაცია სამუშაოს სივრცეში არსებულ საფრთხის შემცველი ფაქტორებსა და მათი გადაჭრის გზებზე;

სამუშაო სივრცეში არსებულ საფრთხეებსა და მათგან მომდინარე რისკებზე. 

სახანძრო უსაფრთხოებისა და ევაკუაციის უზრუნველსაყოფი აუცილებელი ზომები;

საგანგებო რეაგირების ჯგუფის წევრთა ფუნქცია-მოვალეობები;

მყისიერი კომუნიკაციის დამყარების პროცედურები სასწრაფო, სამაშველო, სახანძრო და სხვა სპეციალიზებულ სამსახურებთან;

სამუშაო სივრცეში არსებული პრევენციული ღონისძიებები;

ხანძარმქრობის საშუალებების გამოყენების თეორიული და პრაქტიკული სწავლება. 

მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს დროის დათმობისა და ტრენინგზე აქტიური ჩართულობისათვის.

Photo gallery