სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს ბანკის საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა

საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა, ნინო გელდიაშვილმა, შეხვედრაზე დამსწრე სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ბანკის სტიპენდიის პროგრამის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები, მათთვის საინტერესო კითხვებზე.

შეხვედრას ესწრებოდა სოხუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი დავით ჯალაღონია, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს ბანკს ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა კერძო სექტორთან პარტნიორობის მნიშვნელობა.

მადლობა საქართველოს ბანკს სტუდენტების მხარდაჭერისთვის, განათლების განვითარების ხელშეწყობისთვის და იმ მნიშვნელოვანი შესაძლებლობებისთვის, რომლებიც მათ პროფესიულ ზრდასა და მოტივაციაზე პირდაპირ აისახება. ასეთი პარტნიორობა ახალგაზრდების წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია.

ფოტო გალერეა