სიახლეები

ერასმუს+ პროექტის ქართველი პარტნიორების შეხვედრა

მიმდინარე წლის 14 ნოემბერს გაიმართა ერასმუს+ პროექტის „ვირტუალური გაცვლითი პროგრამების მოდელისა და ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნა“ (MOVEX) ქართველი პარტნიორების შეხვედრა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი

ღონისძიებას უძღვებოდა პროექტის კოორდინატორი სსუ-ში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია.

მონაწილეებმა განიხილეს უკვე შესრულებული სამუშაოები.

პრეზენტაციები წარადგინეს:

ვიკა ქარდავამ (სსუ)

ნინო დევაძემ (ბსუ)

დავით გეგეჭკორმა (ქსუ) 

საუბარი შეეხო მიღწეულ პროგრესს, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ნაბიჯებს.

შეხვედრის ბოლოს, სერტიფიკატები გადაეცათ ვირტუალურ გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებს.

ამავდროულად, 10 ნოემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტმა სამუშაო შეხვედრა გამართა MOVEX პროექტზე. 

შეხვედრა ემყარებოდა ვროცლავში, ტალინსა და ათენში გამართული ტრენინგების გამოცდილებასა და მიღებულ მეთოდოლოგიურ მასალებს.

მისი მიზანი გახლდათ, უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობის გაძლიერება ვირტუალურ გაცვლით პროგრამებში.

MOVEX პროექტის შესახებ:

პროექტი MOVEX (2023–2025) ხელს უწყობს: 

ევროპული გამოცდილების დანერგვას ვირტუალურ სწავლებაში

საერთაშორისო აკადემიურ გაცვლებს 

უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას

ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარების განვითარებას

ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას

პროექტს კოორდინაციას უწევს ვროცლავის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი). 

პარტნიორები არიან:

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ესტონეთი)

აროკოპიოს უნივერსიტეტი (საბერძნეთი) 

უკრაინისა და საქართველოს წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები

მათ შორის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ფოტო გალერეა