სიახლეები

სამეცნიერო სემინარი -„რაციონალიზმის დასაწყისი საქართველოში“

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული სიმბოლურად დასრულდა სამეცნიერო სემინარით -„რაციონალიზმის დასაწყისი საქართველოში“, რომელიც მეფე ვახტანგ VI-ის დაბადების 350 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

სემინარზე წარმოდგენილი იყო სამი თემატური მოხსენება:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, ასოცირებული პროფესორის, მარინა ტურავას მოხსენება -„ვეფხისტყაოსნის მეცნიერული კვლევის სათავეებთან“; 

ასოცირებული პროფესორის, კახა კვაშილავას გამოსვლა - „ვახტანგ VI-ის სახელმწიფოებრივი საქმიანობა: საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები“;

პროფესორ ლია ახალაძის მოხსენება - „ვახტანგ VI რაციონალიზმის სათავეებთან“.

სემინარი, სამეცნიერო დისკუსიისა და დიალოგის ფარგლებში წარიმართა. მომხსენებლებმა ვრცლად ისაუბრეს არსებულ საისტორიო და ლიტერატურულ წყაროებზე, გაანალიზებული იქნა ქართველი მეფის დამოკიდებულება საქართველოს სხვადასხვა ფეოდალურ სამეფო - სამთავროებების მიმართ, ერთიანი საქართველოს იდეოლოგიური კონცეპტი, კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობა, „ვეფხისტყაოსნის“ და „ქართველის ცხოვრების“ ხელნაწერების შესწავლის დასაწყისი და მრავალი სხვა საკითხი, რომელიც ვახტანგ VI - ის სახელთან არის დაკავშირებული. 

მეცნიერების საერთაშორისო კვირეულის დახურვა სიმბოლურად დაემთხვა პირველი რაციონალისტი მეფის დამსახურების ასახვას ქართველოლოგიაში.

სამეცნიერო სემინარი, მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში, ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორიაში ჩატარდა. 

ფოტო გალერეა