2025 წლის 28 ნოებერს ქალაქ სტამბულში ჩატარდა თურქულ-გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის კოლოკვიუმი.
კოლოკვიუმის მუშაობაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელითა და მხარდაჭერით მონაწილეობდა სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის პროფესორი ედიშერ ფუტკარაძე.
ედიშერ ფუტკარაძის მოხსენების თემა იყო:
„სიცოცხლე როგორც მნიშვნელოვანი სამართლებრივი სიკეთე და მისი დაცვა ქართული სისხლის სამართლის მიხედვით: სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული საქართველოს სსკ-ის მიხედვით.“
აღსანიშნავია ისიც, რომ თურქულ-გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის კოლოკვიუმი გაიმართა მე-15 დანაშაულისა და დასჯადობის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის აკადემიური პროგრამის ფარგლებში
