"Horizon Europe" სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგრანტო
ოფისის ორგანიზებით 10 დეკემბერს საინფორმაციო დღე ჩატარდა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა
ქართველ მკვლევართათვის საერთაშორისო კონკურსებში ჩართვის შესაძლებლობების გაცნობა,
რომლებიც ხელმისაწვდომია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის - Horizon
Europe ფარგლებში. გაფართოებისა და ერას მიმართულების ეროვნულმა საკონტაქტო პირმა,
პროფესორმა ნინო როდონაიამ წარადგინა დეტალური
ინფორმაცია თემაზე: „2026 წლის საერთაშორისო
კონკურსებში ქართველ მეცნიერთა ჩართულობის შესაძლებლობები“.
პროფესორმა ნინო როდონაიამ დეტალურად განიხილა 2026 წლის კონკურსების
პრიორიტეტული მიმართულებები, განაცხადების წარდგენის პროცედურები, მონაწილეობის ძირითადი
კრიტერიუმები, ასევე მხარდაჭერისა და საკონსულტაციო მექანიზმები, რომლებიც ხელს უწყობს
ქართველი მკვლევრების აქტიურ ინტეგრაციას ევროკავშირის კვლევით სივრცეში და მათ მონაწილეობას
საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პლატფორმებში. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგრანტო
ოფისი მომავალშიც გააგრძელებს მსგავს საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას, რაც უნივერსიტეტის
მკვლევრებს საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობებისკენ გაუხსნის გზას.
