სიახლეები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტური შეხვედრა-პრეზენტაცია გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ა და დ ჯგუფების სტუდენტთა შეხვედრა-პრეზენტაცია თემაზე - „ჩვენ ქართული კულტურის ნაწილი ვართ“.

პრეზენტაციის ფარგლებში აზერბაიჯანელმა სტუდენტებმა წარმოადგინეს ქართველი პოეტებისა და მწერლების ბიოგრაფიები, ლექსები და საინტერესო ისტორიული ფაქტები. ღონისძიება გახსნა შეხვედრის ყველაზე ახალგაზრდა სტუმარმა - ერთ-ერთი სტუდენტის შვილმა, ელიფ ჰასმამედოვამ, რომელმაც ნოდარ დუმბაძის ლექსით დამსწრე საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

სტუდენტებმა ასევე წარმოადგინეს პრეზენტაცია საქართველოში დემოკრატიული გზით არჩეულ პირველ მუსლიმ ქალზე - მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ მუსლიმ პოლიტიკოს ქალზე. განხილული იყო ისტორიული თემები თამარ მეფისა და ვახტანგ გორგასალის შესახებ, თბილისის დაარსების ისტორია, ასევე ახალი წლის მნიშვნელობა და მისი აღნიშვნის ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ჰაგიოგრაფიული თემები, რომლებიც სლაიდური პრეზენტაციების გარდა გამდიდრებული იყო სტუდენტების მიერ შესრულებული ნახატებით. შეხვედრის დასასრულს ნაჩვენები იქნა სტუდენტების მიერ გადაღებული საინფორმაციო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ილია ჭავჭავაძეზე, სადაც ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის როლებს თავად სტუდენტები ასრულებდნენ.

რეზენტაციის ორგანიზატორმა და ხელმძღვანელმა, ლელა მიქავამ, მადლობა გადაუხადა სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას აქტიური ჩართულობისთვის, მიულოცა დამდეგი ახალი წელი და წარმატებები უსურვა. ღონისძიების დასასრულს სიტყვით მიმართეს პროგრამა „1+4“-ის ხელმძღვანელმა მადლენა ოჩიგავამ და ლექტორებმა: ირინა ჯიჯელავამ, მაია მაღანიამ და მანანა შელიამ.


ფოტო გალერეა