სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ემზარ კაკულია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პირველი მოადგილე რომეო გალდავა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი, პროფესორი დავით ჯალაღონია.
შეხვედრაზე, მხარეებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სასწავლო პროცესების ხელშეწყობაზე, უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეებზე, სამინისტროს არსებულ პროგრამებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ ერთობლივ საკითხებზე.
