იმდინარე წლის 24 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა წლის გამორჩეული ადამიანების საახალწლო მიღება-დაჯილდოების ცერემონია.
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მკვლევარი და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ზაურ ლომთათიძე.
მიწვეულ სტუმრებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს უმაღლესი ჯილდო - საპატიო სიგელი და მედალი - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ გადასცა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს თავის ღვაწლმოსილ პროფესორებს მიღებულ ჯილდოებს და უსურვებს ჯანმრთელობას, შემოქმედებით ენერგიას, ახალ სამეცნიერო მიღწევებსა და წარმატებულ საქმიანობას - ქვეყნისა და აკადემიური საზოგადოების საკეთილდღეოდ.
