სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და „სოციოლოგთა კლუბის“ ორგანიზებით ჩატარდა სემინარი - „ქცევის განწყობისეული საფუძვლები“, რომელიც მიეძღვნა ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, დიმიტრი უზნაძის დაბადების 139-ე წლისთავს.
