სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მირონის“ დაარსებიდან 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქორეოგრაფიულ ანსამბლმირონისდაარსებიდან 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

საიუბილეო საღამოში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლმა მირონმა და ფოლკლორულმა ანსამბლმა მორდუმ. სცენა ასევე დაეთმო სოლო შემსრულებლებს, რომლებმაც ლექსებითა და მუსიკალური ნომრებით გაამდიდრეს საღამო. საღამოს ფარგლებში წარმოდგენილი იყო ახლად დადგმული აფხაზური ცეკვა, რომელიც პირველად შესრულდა სცენაზე.

 ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ანსამბლის მრავალწლიანი შემოქმედებითი გზის ამსახველი უნიკალური კადრები.

 დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა, რომელმაც ანსამბლის ქორეოგრაფი დავით ნადარეიშვილი ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი დამსახურებული წვლილისთვის დააჯილდოვა.

 ღონისძიებას განსაკუთრებულად სიმბოლური ხასიათი ჰქონდა - მას ანსამბლის შვიდი თაობის წევრები დაესწრნენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მირონის მდიდარ ისტორიას, უწყვეტ ტრადიციასა და ქართული კულტურისადმი ერთგულებას.

 აღსანიშნავია, რომ ანსამბლი მირონი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის შემადგენლობაში შედის და მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში აღნიშნულმა სამსახურმა წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

 25 წელი ერთგულების, დაუღალავი შრომისა და ქართული კულტურის სიყვარულის გზაზე - ვულოცავთ ანსამბლ მირონს ღირსეულ იუბილეს და ვუსურვებთ შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს.

 

ფოტო გალერეა