სოხუმის
სახელმწიფო
უნივერსიტეტმა
ფედერიკო
II-ის
სახელობის
ნეაპოლის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
(University of Naples Federico II - UniNa) პრორექტორს,
პროფესორ
ფრანჩესკო
პალუმბოს
(Francesco Palumbo) უმასპინძლა.
უნივერსიტეტში სტუმრის საზეიმო მიღება გაიმართა,
რომელსაც ესწრებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თეა
ჯუღელი და ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია, ასევე პროფესორ-მასწავლებლები, ფაკულტეტების დეკანები და ადმინისტრაციული
სტრუქტურული
ერთეულების
ხელმძღვანელები.
ღონისძიება
სოხუმის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
ანსამბლ
„მორდუს“
მიერ
შესრულებული
მუსიკალური
ნომრებითა
და
ქორეოგრაფიული
ანსამბლ
„მირონის“
მიერ
წარმოდგენილი
ქართული
ცეკვით
გაიხსნა,
რაც
ქართულ
კულტურასა
და
აკადემიურ
ტრადიციებზე
გაკეთებულ
სიმბოლურ
აქცენტს
წარმოადგენდა.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა საქმიანი შეხვედრა, რომლის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნეაპოლის სახელმწიფო
უნივერსიტეტს
შორის
თანამშრომლობის
გაღრმავების
პერსპექტივებზე.
განსაკუთრებული
ყურადღება
დაეთმო
ერთობლივი
საგანმანათლებლო
ინიციატივების
განვითარებასა
და
სოხუმის
სახელმწიფო
უნივერსიტეტში
ახალი
აკადემიური
პროგრამების
დანერგვის
შესაძლებლობებს.
ფედერიკო II-ის სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (UniNa) დაარსდა
1224 წლის
5 ივნისს
და
მსოფლიო
ისტორიაში
ცნობილია,
როგორც
პირველი
სახელმწიფო
უნივერსიტეტი.
დღეს
UniNa აერთიანებს
95 000-ზე
მეტ
სტუდენტს
და
ფუნქციონირებს
მრავალ
ისტორიულ
საუნივერსიტეტო
კორპუსში,
რაც
მას
ევროპის
ერთ-ერთ ყველაზე
დიდ
და
გავლენიან
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებად
აქცევს.
პროფესორ
ფრანჩესკო
პალუმბოს
ვიზიტი
კიდევ
ერთი
მნიშვნელოვანი
ნაბიჯია
სოხუმის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
საერთაშორისო
აკადემიური
კავშირების
გაძლიერებისა
და
ევროპულ
საგანმანათლებლო
სივრცეში
ინტეგრაციის
მიმართულებით.
