სიახლეები

სეულის უნივერსიტეტის საგრანტო პროგრამა

სეულის უნივერსიტეტის საგრანტო პროგრამა

სეულის ეროვნული უნივერსიტეტის (SNU) მიერ 2026 წლის შემოდგომის სასწავლო სემესტრისათვის გამოცხადებული საგრანტო პროგრამა „SNU President Fellowship" (SPF) წარმოადგენს სეულის ეროვნული უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საგრანტო ინიციატივას და განკუთვნილია განვითარებადი ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური პერსონალისათვის. კერძოდ, იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მოპოვებული დოქტორის ხარისხი და სურთ დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელება.

 

დაფინანსება გულისხმობს: სწავლის საფასურის ანაზღაურებას 6 სემესტრის განმავლობაში; ყოველთვიურ სტიპენდიას 1 500 000 - 2 000 000 კორეული ვონის ოდენობით (დაახლოებით 1000-1400 აშშ დოლარი) 3-4 წლის განმავლობაში; ორმხრივი ავიაბილეთის (ეკონომ-კლასი) დაფინანსებას; ჯანმრთელობის ეროვნული დაზღვევას; ბავშვის მოვლაში მხარდაჭერას - ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით; კორეული ენის კურსების საფასურის ანაზღაურებას სემესტრის განმავლობაში.

 

დეტალური ინფორმაცია საკონკურსო პროგრამის მოთხოვნების, ვადებისა და უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია დანართის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციაში და შემდეგ ბმულებზე https://en.snu.ac.kr/admission და https://oga.snu.ac.kr/

 

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი: +82-2-880-2519 ელექტრონული ფოსტა: intlscholarship@snu.ac.kr


ფოტო გალერეა