სიახლეები

ჩინეთში სწავლის მსურველთათვის

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს პროგრამა „Eurasian Countries International Student Scholarship“ ფარგლებში ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ სტიპენდია ჩინეთის ჰეილუნძიანის პროვინციის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გასაგრძელებლად.


პროგრამა განხორციელდება 2026–2029 წლებში და ყოველწლიურად ითვალისწინებს სტიპენდიების გამოყოფას:

20 საბაკალავრო პროგრამისთვის

100 სამაგისტრო პროგრამისთვის

30 სადოქტორო პროგრამისთვის


სტიპენდია სრულად ფარავს:

სწავლის საფასურს

სამედიცინო დაზღვევას

საცხოვრებლის ხარჯებს

საყოფაცხოვრებო ხარჯებს


პროგრამაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია:

Harbin Institute of Technology, Harbin Engineering University, Northeast Forestry University, Northeast Agricultural University, Heilongjiang University, Harbin Normal University, Harbin Medical University, Heilongjiang University of Chinese Medicine, Qiqihar University, Mudanjiang Normal University, Jiamusi University, Harbin University of Science and Technology, Heihe University, Harbin University of Commerce და Qiqihar Medical University.


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

https://hi.hlju.edu.cn/.../Ministry_Province_Eurasian

ფოტო გალერეა