სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+ პროექტის ფარგლებში შემუშავებული მოდულებისა და ონლაინ კურსების პილოტირება გაიმართა

2026 წლის 14 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან Erasmus+ პროექტის ფარგლებში შემუშავებული მოდულებისა და სასერტიფიკატო ონლაინ კურსების პილოტირება გაიმართა.

ღონისძიებაზე განხორციელდა ორი მოდულის - „კრიტიკული და კრეატიული აზროვნება“ და „ციფრული მედიაწიგნიერება“ - ასევე ორი ონლაინ კურსის - „ეფექტური ბიზნესკომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები“ და „ორგანიზაციული კულტურის გაგება და განვითარება“ - პილოტირება.

პილოტირებას ესწრებოდნენ პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები: ლეონიდ ჩეჩურინი - ლაპენრანტა-ლაჰტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ფინეთი, და ჟერარდ პატრიკ ქულენი - დრეზდენის უნივერსიტეტი, გერმანია.

პილოტირება წარმატებით ჩატარდა. აღნიშნული მოდულები და ონლაინ კურსები შეიმუშავეს ვიკა ქარდავამ, ია მურღულიამ, მაია აღაიამ, სოფია გამახარიამ და ქეთი ქავთარაძემ.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება Erasmus+ პროექტი - „სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში რბილი უნარების განვითარება 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების საფუძველზე“. პროექტის კოორდინატორია პროფესორი ინდირა ძაგანია.

პროექტი ითვალისწინებს რბილი უნარების ხუთი მოდულისა და ხუთი სასერტიფიკატო ონლაინ კურსის შემუშავებასა და დანერგვას.

ფოტო გალერეა