სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.

ჩვენებას ესწრებოდა სსუ-ის რექტორის მოადგილე რომეო გალდავა, რომელმაც სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ისაუბრა ივანე ჯავახიშვილის განსაკუთრებულ ღვაწლზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ეროვნული უნივერსიტეტის განვითარების ისტორიაში.

დოკუმენტური ფილმი მომზადდა საქართველოს კულტურის სამინისტროს, ტელეკომპანია „იმედისა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით. ფილმმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლის, დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯავახიშვილის მნიშვნელოვანი როლი საქართველოს ისტორიასა და ქართული მეცნიერების განვითარებაში.

ფილმის ავტორია ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მარიკა ბაკურაძე.

ფოტო გალერეა