სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ოზურგეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

2026 წლის 26 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქალაქ ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგამოფენო სივრცეში მრავალფეროვანი შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობებით იყო წარმოდგენილი. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ელექტრომიკროსკოპის საშუალებით დაკვირვებოდნენ მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებს, ჩართულიყვნენ ქართული კალიგრაფიის აქტივობებში, ასევე ტექნიკური ამოცანებისა და აგრომიმართულების შემეცნებით-პრაქტიკულ სესიებში.

ღონისძიებებს დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი რომეო გალდავა.


ფოტო გალერეა