2015 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტრადიციულად მასპინძლობს სტუდენტთა ეროვნულ სამეცნიერო - პრაქტიკულ კონფერენციას - „ჟამთააღმწერელი“. კონფერენციის მუშაობაში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები მონაწილეობენ და განათლებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგობრივ სექციებში, კერძოდ, ისტორიის, ეთნოლოგიისა და კულტურის ისტორიის, ფილოლოგიის, პედაგოგიკის, დარგის სწავლების მეთოდიკის, განათლების ფსიქოლოგიის, განათლების სოციოლოგიის, განათლების პოლიტიკის და ა.შ. მიმართულებით კვლევებს წარადგენენ.
„ჟამთააღმწერლის“, რიგით მეთერთმეტე
კონფერენცია 2026 წლის 19 ივნისს გაიმართა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად
სამეცნიერო დისკუსიაში მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის
სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტები.
კონფერენცია გახსნა და სტუდენტებსა და
მაგისტრანტებს წარმატებული სამეცნიერო მუშაობა უსურვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ.
თეა ჯუღელმა, რომელმაც ხაზი გაუსვა სტუდენტური კონფერენციების მნიშვნელობას სამეცნიერო-კვლევითი
უნარების ფორმირებისა და მომავალ მეცნიერთა მოტივაციის განვითარების საქმეში. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: სამეცნიერო კვლევებისა
და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფ. ლია ახალაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ადმინისტრაციის უფროსი, პროფესორი დავით ჯალაღონია,
უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი რომეო გალდავა, განათლების
მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
თამარ შინჯიაშვილი, ისტორიის მიმართულების მუდმივი პროფესორი ზურაბ პაპასქირი,
განათლების მიმართულების ასოცირებული პროფესორი იზო ბუხულეიშვილი, სხვადასხვა მიმართულების
სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.
კონფერენციის ექვს დარგობრივ სექციაზე მოხსენება 70-ზე მეტმა სტუდენტმა და მაგისტრანტმა
წაიკითხა, რომელთა დაჯილდოება საზეიმო ვითარებაში გაიმართება.
