სიახლეები

პოლონეთის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტები სსუ-ში


Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო  ვიზიტებით იყვნენ პოლონეთის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

2026 წლის 30 ივნისს უნივერსიტეტმა უმასპინძლა ბელოსტოკის აღმოსავლეთ ევროპის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის თანამშრომლებს - ევა კრჟიცკას, მარტა დვიძიუკსა და ურსულა ჩიერეშინსკას, ხოლო 7 ივლისს სსუ- ეწვია ლომზას უნივერსიტეტის წარმომადგენელი ემილია შაბლოვსკა.

სტუმრები შეხვდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ ინდირა ძაგანიას.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები, სტუდენტებისა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამები, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებას, აკადემიური მობილობის გაფართოებასა და ახალი საერთაშორისო ინიციატივების დაგეგმვას.

პოლონელი სტუმრები გაეცნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდინარე საერთაშორისო საქმიანობას, საგანმანათლებლო გარემოსა და განვითარების პრიორიტეტებს.

მხარეებმა დაადასტურეს თანამშრომლობის გაგრძელებისა და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის მზადყოფნა, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაძლიერებასა და საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებას.

 

ფოტო გალერეა