2026 წლის 8-10 ივლისს,
სოხუმის
სახელმწიფო
უნივერსიტეტში,
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის,
ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე, ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“
ISC BS-2026.
კონფერენციის
ორგანიზატორი არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენციის თავმჯდომარე - ქიმიის
მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი, ლალი ტაბატაძე. კონფერენცია
ჩატარდა
საქართველოს
შოთა
რუსთველის
ეროვნული
სამეცნიერო
ფონდის
(SRNSFG) ფინანსური
მხარდაჭერით,
გრანტი
BS-324-365. კონფერენციის
შედეგები აისახა მასალების კრებულში, გამოიცა პროექტის ფარგლებში და წარმოადგენს პროექტის განუყოფელ ნაწილს.
საერთაშორისო სამეცნიერო
კონფერენციის ISC
BS-2026 <შავი ზღვის ლურჯი განვითარება> დელეგატებს მიესალმა
და წარმატება უსურვა კონფერენციის ორგანიზატორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორმა ლალი ტაბატაძემ; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა რომეო გალდავამ.
ასევე, კონფერენციის საერთაშორისო კომიტეტის საპატიო წევრებმა: საქართველოს ეროვნული
აკადემიის აკადემიკოსმა ვლადიმერ ციციშვილმა; საქართველოს სოფლის მეურნეობის სურსათის
და სოფლის განვითარების ხელმძღვანელის მოადგილემ, სურსათის უვნებლობის ექსპერტმა, სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან ლაფერაშვილმა.
ISC BS-2026 კონფერენციის
მონაწილეები
არიან:
შავი
ზღვის
აუზის
ქვეყნების
ბულგარეთის მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის, სოფიას გეოფიზიკის, გეოდეზიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო ჯგუფი პროფესორ
გიორგი ჟელეზოვის (Georgi
Zhelezov) ხელმძღვანელობით, რომლებთანაც ჩვენ უკვე 2 წელია ერთობლივად ვმუშაობთ
პროექტის ფარგლებში შავი ზღვის ეკოლოგიურ საკითხებზე. ISC BS-2026 კონფერენციას
ესწრებოდა ბულგარეთის მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის 2 მეცნიერ-მკვლევარი: მარინა რაიკოვა (Marina Raykova) და
იულიან ტოტევი (Yulian Totev)
შოთა
რუსთველის
ეროვნული
სამეცნიერო
ფონდის
(SRNSFG) ფინანსური
მხარდაჭერით.
ISC BS-2026 <შავი ზღვის
ლურჯი განვითარება> კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებიდან: პალერმო (იტალია), სოფია (ბულგარეთი), კაიზერი
(თურქეთი), Krste Misirkov (ჩრდილოეთ მაკედონია), ლუბლინი (პოლონეთი), გდანსკი
(პოლონეთი), ედმონდი (დიდი ბრიტანეთი), ჩრდილოეთ ტეხასი (აშშ), ალმაატა (კაზახისტანი),
შიმკენტი (კაზახისტანი). გაკეთდა მოხსენებები და გაიმართა პანელური დისკუსიები შემდეგი
მიმართულებებით:
Ø შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა და
ბიომრავალფეროვნება;
Ø შავი ზღვისა და სანაპიროს დაბინძურების შესამცირებლად
მცირენარჩენიანი და მაღალპროდუქტიული ინოვაციური ტექნოლოგიები;
Ø სურსათისა
და გარემოს დაცვის საკითხები.
ISC BS-2026 <შავი ზღვის ლურჯი
განვითარება> საორგანიზაციო კომიტეტი მადლობას უხდის: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო
ფონდს ამ შესაძლებლობისათვის; მადლობას უხდის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს,
პროფესორ თეა ჯუღელს მხარდაჭერისათვის.
