სიახლეები

ჟან მონეს მოდულის EUPEACE ორი წლის ანგარიში


2026 წლის 27 ივლისს ჟან  მონეს მოდულის 2 წლიანი შედეგების ანგარიში (2025-2026)  წარდგენილ იქნა უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სხდომაზე.  ანგარიში მოსმენილი იქნა სენატის სპიკერის, ასოცირებული პროფესორის ნინო თოფურიძის, სენატის წევრების ავთანდილ ხაზალიას, რაისა ნიჟარაძის, ანტონინა მსხილაძის, მინედა ჭანტურიას, ქეთი გალობერის, გაბრიელ ქისტაურის, ირა დანელიას, ლელა კვეკვესკირის (სენატის მდივანი), უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტების მარინე ხუბუას და ეთერ კობახიძის მიერ. 2-წლიანი ანგარიში წარადგინა ჟან მონეს მოდულის კოორდინატორმა, მოდულის პროფესორმა ლარისა თაკალანძემ. მოდულის ორწლიანი მუშაობის შეჯამებისას წარმოდგენილ იქნა შემდეგი ძირითადი აქტივობები:

 

2024-2025

·       შეიქმნა პროექტის ლოგო, ბანერი, ვებ-გვერდი, 2024

·       გაიმართა საინფორმაციო შეხვედრასაქართველო და ევროკავშირი: ერთად მშვიდობისათვისჟან მონეს მოდულის ფარგლებში, 21.X.2024

·       მიღებულ იქნა სსუ აკადემიური საბჭოს დადგენილება №05/01-239 ახალი სასწავლო კურსის იმპლემენტაციის შესახებ, 31.01.2025  

·       შემუშავდა ახალი სასწავლო კურსის სილაბუსი, 2025

·       ახალი სასწავლო კურსის იმპლემენტაცია საბაკალავრო პროგრამებში, 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი, 2025

·       ჟან მონეს მოდულის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრა ქართულ-აფხაზური ომის ვეტერანებთან, 2025

·       საზაფხულო  სკოლა ჟან მონეს მოდულის ფარგლებში, 2025

·       ჟან მონეს მოდულის ფარგლებში წლიური ანგარიში, შედეგების განხილვა, 29.12.2025

·       დისემინაცია

·       პროექტის ვებ-გვერდის მართვა

 

2025-2026

·        შემუშავდა და გამოიცა სახელმძღვანელომშვიდობის ქართული პარადიგმა და ევროკავშირის მშვიდობის მშენებლობა“ ჟან მონეს მოდულის ფარგლებში, 2026

https://zenodo.org/records/18259780

·       ახალი სასწავლო კურსის ჩატარება საბაკალავრო პროგრამებში, 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი, 2026

·       საზაფხულო  სკოლა  ჟან მონეს მოდულის ფარგლებში, 1-10 ივნისი 2026;

·       სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრა ქართულ-აფხაზური ომის ვეტერანებთან, 2026

·       სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში EACEA-დან ჯილდოს მიღება, ივნისი, 2026

·       2-წლიანი მუშაობის შედეგების განხილვა, ივლისი 2026

·       დისემინაცია

·       პროექტის ვებ-გვერდის მართვა

სხდომას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ზაირა ჯიჯელავა და თამარ ხოშტარია.

 

ფოტო გალერეა