სიახლეები

სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამა

თუ გიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, გაინტერესებს მათი განვითარების პროცესი და გსურს დაეუფლო შემოქმედებით, პასუხისმგებლიან და საზოგადოებისთვის მნიᲨვნელოვან პროფესიას - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამა შენთვისაა. 

2026–2027 სასწავლო წლისთვის პროგრამაზე გამოყოფილია 30 ადგილი სახელმწიფო დაფინანსებით - სწავლა უფასოა!

რატომ უნდა აირჩიო სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში?

  • თანამედროვე სამწლიანი პროგრამა - 6 სემესტრი და 198 ECTS კრედიტი;
  • 40 ECTS კრედიტის მოცულობის პრაქტიკული კომპონენტი; 
  • საბავშვო ბაღში ოთხეტაპიანი პედაგოგიური პრაქტიკა;
  • მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, რომელიც ჩართულია ეროვნულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში;
  • Erasmus+ გაცვლით პროგრამებში, ტრენინგებში, საზაფხულო სკოლებსა და საერთაᲨორისო ღონისᲫიებებᲨი მონაწილეობის ᲨესაᲫლებლობა;
  • წარჩინებული სტუდენტების დამატებითი წახალისებისა და მხარდაჭერის შესაძლებლობა.


რას შეისწავლი?

პროგრამის ფარგლებში ცოდნას მიიღებ შემდეგი მიმართულებებით:

  • ბავშვის განვითარება და განათლების ფსიქოლოგია;
  • სკოლამდელი პედაგოგიკა და ადრეული განათლების კურიკულუმი;
  • ინკლუზიური განათლება და ბავშვის უფლებები;
  • თამაშზე დაფუძნებული და ინოვაციური სწავლების მეთოდები;
  • ბავშვის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა;
  • დაკვირვების, შეფასებისა და კვლევის მეთოდები;
  • მშობლებთან, კოლეგებსა და შესაბამის სპეციალისტებთან თანამშრომლობა.

პრაქტიკის განმავლობაში ისწავლი, როგორ დაგეგმო და განახორციელო ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესი, შექმნა უსაფრთხო და განმავითარებელი გარემო, შეაფასო ბავშვის პროგრესი და გაითვალისწინო მისი ინდივიდუალური საჭიროებები.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მოგენიჭება სკოლამდელი განათლების ბაკალავრის კვალიფიკაცია, რომელიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს VI დონეს.


სად შეძლებ დასაქმებას?

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს:

  • საჯარო და კერძო საბავშვო ბაღებში;
  • ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში;
  • დღის ცენტრებში;
  • ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების საბავშვო პროგრამებში;
  • ბავშვთა საგანმანათლებლო პროექტებში;
  • სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში;
  • ბავშვთა განვითარებისა და განათლების მიმართულებით მომუშავე სხვა შესაბამის დაწესებულებებში.

ასევე ᲨეᲫლებ სწავლა გააგრᲫელო მაგისტრატურაᲨი და კარიერა განავითარო განათლების, ადრეული განვითარების, კვლევისა და მართვის მიმართულებებით.

აქ მხოლოდ პროფესიას კი არ ეუფლები - სწავლობ, როგორ შექმნა ბავშვისთვის უკეთესი მომავალი.

აირჩიე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამა და გახდი პროფესიონალი, რომლის ცოდნას, პასუხისმგებლობასა და მზრუნველობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს!


ფოტო გალერეა