სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე!


2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გამოცხადდა მიღება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე .

Გამოცხადებული პროგრამის მოდულები და ადგილების რაოდენობა:

·        ისტორია - საბაზო და საშუალო საფეხური - 12 ადგილი;

·        გეოგრაფია - საბაზო და საშუალო საფეხური - 2 ადგილი;

·        ქართული ენა და ლიტერატურა - საბაზო და საშუალო საფეხური - 12 ადგილი;

·        მათემატიკა - საბაზო და საშუალო საფეხური - 2 ადგილი;

·        კომპიუტერული ტექნოლოგიები - დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური - 10 ადგილი;

·        ქიმია - საბაზო და საშუალო საფეხური - 2 ადგილი;

·        ბიოლოგია - საბაზო და საშუალო საფეხური - 2 ადგილი;

·        ფიზიკა - საბაზო და საშუალო საფეხური - 2 ადგილი;

·        ინგლისური ენა - დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური - 12 ადგილი;

·        რუსული ენა - დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური - 4 ადგილი.

რეგისტრაციის ვადები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია განხორციელდება 2026 წლის 5 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსანტს შეუძლია:

·        დარეგისტრირდეს ელექტრონულად;  ან

·        საჭირო დოკუმენტაცია წარმოადგინოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (იხ.დანართი1).

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები

რეგისტრაციისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

·       პირადობის მოწმობის ასლი;

·       უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი - ნოტარიულად დამოწმებული;

·       უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

·       საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება გამოცდაზე რეგისტრაციის ნომერი, მიღებული ქულა და მინიმალური გამსვლელი ქულა. ცნობა აპლიკანტმა უნდა გამოითხოვოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან - NAEC;

·       წვევამდელის მოწმობის ასლი - ვაჟებისათვის.

პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებისას დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს:

·        ორი ფოტოსურათი - ზომა 3×4;

·        ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე - CD-ზე.

საკონკურსო გამოცდისა და მიღების ვადები

·        საკონკურსო გამოცდა ჩატარდება 2026 წლის 9 სექტემბერს, 12:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში;

·        მისამართი - თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას . №26;

·        გამოცდის ხანგრძლივობა - 90 წუთი;

·        საკონკურსო გამოცდის შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 2026 წლის 11 სექტემბერს;

·        სააპელაციო განაცხადების მიღების ვადაა 2026 წლის 12 სექტემბერი;

·        სააპელაციო განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე - education@sou.edu.ge;

·        სააპელაციო კომისია იმუშავებს 2026 წლის 14 სექტემბერს;

·        საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 15 სექტემბერს;

·        ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება განხორციელდება 2026 წლის 16-17 სექტემბერს;

·        პროგრამისთვის გამოყოფილი კვოტების რაოდენობა - 60 ადგილი - ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით;

·        მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა დაიწყება 2026 წლის 21 სექტემბერს.

მნიშვნელოვანი თარიღები

·        5 აგვისტო - 4 სექტემბერი - პროგრამაზე რეგისტრაცია;

·        9 სექტემბერი, 12:00 საათი - საკონკურსო გამოცდა;

·        11 სექტემბერი - საკონკურსო გამოცდის შედეგების გამოქვეყნება;

·        12 სექტემბერი - სააპელაციო განაცხადების მიღება;

·        14 სექტემბერი - სააპელაციო კომისიის მუშაობა;

·        15 სექტემბერი - საბოლოო შედეგების გამოცხადება;

·        16-17 სექტემბერი - ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება;

·        21 სექტემბერი - სწავლის დაწყება.

დანართი 2

სარეგისტრაციო ბმული:  

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdRbLvKegWztY55_oTTSe43pJx6Dm9MlkwsVl8TXMWSDLvrbA/viewform?usp=dialog

ფოტო გალერეა