შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის 2026 წლის ცნობარის განახლებული, საბოლოო ვერსია გამოაქვეყნა.
კერძოდ, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2026-2027 სასწავლო წლიდან რიგი მიმართულების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახორციელებს.
აღნიშნული პროგრამებია:
- აგროინჟინერია - 0120120
- სასურსათო ტექნოლოგია -0120123
- გარემოსდაცვითი ინჟინერია - 0120121
- აგრარული ტექნოლოგიები - 0120125
- სატყეო საქმე - 0120119
- მეცხოველეობა - 0120127
- ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია - 0120122
- აგრონომია - 0120126
- სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია - 0120124
- მევენახეობა და ენოლოგია - 0120118
- ვეტერინარია - 0120130
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს ასევე განახორციელებს შემდეგ პროგრამას:
- პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია - დრონის ტექნოლოგიები და აგროსისტემები - 0120128
ცვლილება განხორციელდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ ერთ საბაკალავრო პროგრამასთან დაკავშირებით:
უნივერსიტეტის აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება შესაბამისობაში იქნა მოყვანილი აკრედიტაციით განსაზღვრულ სახელწოდებასთან და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
- „ქართული და აფხაზური ენა და ლიტერატურა“ - 0120129
ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას იხელმძღვანელონ ცნობარის ბოლო ვერსიაში ასახული ოფიციალური ინფორმაციით და გაითვალისწინონ პროგრამებთან დაკავშირებული განახლებები.
პროგრამების მოძიებას აბიტურიენტები თითოეული პროგრამისთვის მინიჭებული კოდის მეშვეობით შეძლებენ.
https://www.naec.ge/#/ge/post/3686
