სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსზე და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლებამოპოვებული აბიტურიენტების რეგისტრაცია 2026 წლის 1 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
უნივერსიტეტში 2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხვის მიზნით აბიტურიენტებმა რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
პირადობის მოწმობის ასლი;
წვევამდელის მოწმობის ასლი – ვაჟებისთვის, 2 ცალი;
საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა – ატესტატის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
3 ცალი ფოტოსურათი (3×4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
დაბადების მოწმობა – არასრულწლოვანი აბიტურიენტებისთვის.
რეგისტრაციის ვადა: 1–9 სექტემბერი, 2026 წელი.
დოკუმენტების მიღების დრო: 11:00–16:00 საათი, შაბათ-კვირის გარდა.
მისამართი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კორპუსი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61.
უნივერსიტეტი აბიტურიენტებს შეახსენებს, რომ დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში აბიტურიენტი დაკარგავს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებულ სწავლის უფლებას.
აბიტურიენტებს ვთხოვთ, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია სრულად და განსაზღვრულ ვადებში წარმოადგინონ.
