2026 წლის 29 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტს ეწვია სასწავლო ისტორიული ატლასის
ავტორი, საქართველოს მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ქ-ნი მანანა შეყილაძე,
რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ისტორიული ატლასი
„საქართველო და გარესამყარო“ გააცნო. პრეზენტაციას
ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის საბაკალავრო, სამაგისტრო
და სადოქტორო პროგრამის, ასევე განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დაწყებითი საფეხურის
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ისტორიის
მოდულის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი პროფ. ლია ახალაძე,
მისასალმებელი სიტყვიᲗ გამოვიდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ასოც.
პროფ. მარინა ტურავა, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფ. თამარ შინჯიაშვილი.
მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო ატლასის შინაარსი, რომელიც ქრონოლოგიურ
პრინციპზე აგებული და თემატურად დალაგებული სასწავლო რუკების
ერთობლიობას წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ ატლასში რუკებთან ერთად თვალსაჩინოებისთვის წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული მასალა: ძველი
ქართული მონეტების ძირითადი ნიმუშები, ნუმიზმატიკური ტაბულები, გაერთიანებული საქართველოს
მეფეების, კახეთის, ქართლის, იმერეთის, ქართლ-კახეთის
მეფეებისა და სამცხის მთავრების (ათაბაგები და ფაშები) ქრონოლოგია. მოსწავლეთა მოტივაციისა
და ინტერესის გაზრდის მიზნით ატლასში წარმოდგენილია მეფე-მთავართა ფრესკები, მინიატურები, გამოჩენილი ქართველი ოფიცრებისა
და საზოგადო მოღვაწეთა სურათები, საქართველოს დროშები და გერბები, ფულადი ერთეულების
სურათები, ქართველ ისტორიკოსთა პორტრეტები და საქართველოს ისტორიის ალბომი, რომელშიც
ცნობილი ქართველი მხატვრების ისტორიულ თემაზე შესრულებული ათი დამოუკიდებელი ნამუშევერია
წარმოდგენილი.
ბუნებრივია,
ატლასს ახლავს სარჩევი ნავიგაციისთვის, ხოლო თითოეულ რუკას კი შესაბამისი პირობითი
აღნიშვნები. სულ ატლასი მოიცავს 94 სასწავლო რუკას, რომლებიც უმნიშვნელოვანეს სასწავლო რესურსსა და თვალსაჩინოებას წარმოადგენს
ისტორიისა და სამოქალაქო განათლების საგნების სწავლებისას. ატლასი დიდ სამსახურს
გაუწევს უნივერსიტეტებში ისტორიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების,
ასევე მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ისტორიის
მოდულის პროფესორებსა და სტუდენტებს.
სასწავლო ისტორიული ატლასის მნიშვნელობისა
და მისი ავტორის იშვიათი პროფესიული საქმიანობის
შესახებ აზრი გამოთქვეს პროფ. ზურაბ პაპასქირმა, პროფ. თამარ შინჯიაშვილმა,
ასოც. პროფ. ბეჟან ხორავამ, პროფ. ომარ არდაშელიამ, ასოც. პროფ. მაია ფირჩხაძემ, ასოც.
პროფ. ია ჯიჭონაიამ, დოქტორანტმა გიორგი აფხაზავამ და სტუდენტებმა. ქალბატონმა მანანა
შეყილაძემ უპასუხა დასმულ შეკითხვებს, მათ
შორის ისაუბრა აფხაზეთის ისტორიული ატლასისის შექმნის შესაძლებლობის შესახებ. დასასრულს
შეხვედრა შეაჯამა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა პროფ.
ლია ახალაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა პირველი სასწავლო ისტორიული ატლასის ავტორს
და მაღალ დონეზე შეაფასა მისი საქმიანობა ამ იშვიათი სპეციალობის დარგᲨი.
