სიახლეები

16 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მშვიდობა და კონფლიქტის მოგვარება: ევროკავშირის გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოზე“

2026 წლის 16 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მშვიდობა და კონფლიქტის მოგვარება: ევროკავშირის გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოზე“.

კონფერენცია ტარდება ERASMUS+ პროგრამის ჟან მონეს მოდულის - „მშვიდობის ქართული პარადიგმა და მშვიდობის მშენებლობა ევროკავშირში“ ფარგლებში (N101175481 ERASMUS-JMO-2024-MODULE-EUPEACE).

სამეცნიერო კონფერენცია გააერთიანებს მეცნიერ-მკვლევრებს, აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებს, ექსპერტებსა და სფეროთი დაინტერესებულ მონაწილეებს. შეხვედრის მიზანია ევროკავშირის პოლიტიკის, მშვიდობის მშენებლობის, კონფლიქტების მოგვარებისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე სამეცნიერო მსჯელობისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.

კონფერენციის ძირითადი თემებია:

  • უმაღლესი განათლების როლი მშვიდობის მშენებლობაში;
  • ევროკავშირი როგორც მშვიდობის აქტორი;
  • კონფლიქტები და სამშვიდობო პროცესები საქართველოში - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი;
  • ევროკავშირის მიერ კონფლიქტის მართვა და მედიაცია საქართველოში;
  • ევროინტეგრაცია როგორც მშვიდობის მშენებლობის პროექტი;
  • ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები - გამოწვევები და შესაძლებლობები გლობალურ კონტექსტში.

კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება.
სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
თარიღი: 16 ოქტომბერი, 2026 წელი.

Keynote Speakers 2026

ფოტო გალერეა