სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინი-ფეხბურთის შიდა ტურნირი დასრულდა


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინი-ფეხბურთის შიდა ტურნირში გაიმარჯვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდმა „სსუ-მ“. ჩემპიონ გუნდს ტურნირის გარდამავალი თასი უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა გადასცა.

ყოველწლიური ტურნირი გაიმართა უნივერსიტეტის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით. შეჯიბრებაში 18 გუნდის შემადგენლობაში მონაწილეობდა 150-მდე სტუდენტი. შეხვედრები ორი კვირის განმავლობაში ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა.

მეორე ადგილი დაიკავა  სასურსათო ტექნოლოგიების ფაკულტეტის გუნდმა „სენსაციამ“, მესამე ადგილზე კი მეცხოველეობის ფაკულტეტის გუნდი გავიდა. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით ჯალაღონიამ და რექტორის მოადგილემ რომა გალდავამ დააჯილდოეს. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცათ მედლები, თასები, ფულადი ჯილდოები და უნივერსიტეტის სუვენირები.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ლუკა გოგოლაძე. საუკეთესო ფეხბურთელად ნიკოლოზ გაფრინდაშვილი დასახელდა, საუკეთესო მეკარედ კი – ბუხუტი ჩიქოვანი. ფეხბურთელებს ინდივიდუალური ჯილდოები სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა გიორგი კუპატაძემ და სპორტის განყოფილების უფროსმა მურთაზ კორსანტიამ გადასცეს.

წლევანდელი ტურნირის შედეგების მიხედვით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეხბურთის ნაკრებისთვის შეირჩა ათი ახალი მოთამაშე.

 

ფოტო გალერეა