სიახლეები

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ოთარ ჟორდანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სხდომა გაიმართება

2026 წლის 17 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში (თბილისი, რუსთაველის გამზ. N52, III სართული) სამეცნიერო სხდომა გაიმართება, რომელიც ეძღვნება ღვაწლმოსილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, ცნობილი ქართველი ისტორიკოსის ოთარ ჟორდანიას ხსოვნას.

სხდომას ერთობლივად მართავენ საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება.

სხდომას გახსნის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე ელდარ ნადირაძე.

სხდომაზე სიტყვით გამოვლენ ოთარ ჯანელიძე და ქეთევან პავლიაშვილი.

დასწრება თავისუფალია!

ფოტო გალერეა