news

გარე მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით  საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 55-ე და 57-ე მუხლების, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანების II მუხლის I პუნქტის, III პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულების V მუხლის I პუნქტის „ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2021 წლის 6 იანვრის #1.1/141 ბრძანების საფუძველზე (MES 2 20 0001.1/141), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  № 669 დადგენილების საფუძველზე ცხადდება მობილობა.

 

1.              უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ (ვადა განსაზღვრულია 2021 წლის 28 იანვრიდან – 2021 წლის 8 თებერვლის 18.00-მდე) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა განცხადებებისა და საჭირო თანდართული დოკუმენტაციის მიღება განხორციელდეს შემდეგ ვადებში:

ა) დოკუმენტაციის მიღება – 2021 წლის 11 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით ყოველდღე 1000 საათიდან 1700-მდე (შაბათ-კვირის გარდა)მისამართზე: ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა №61 ოთახი №209); (ელექტრონული მისამართი: srs@sou.edu.ge – სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილება);

ბ) ფაკულტეტების დეკანებმა უზრუნველყონ მოტივირებული დასკვნების მომზადება სტუდენტების მიერ გავლილი უმაღლესი სასწავლო კურსების ცნობის შესახებ (კრედიტების აღიარება) და წარმოადგინონ    სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში  17 თებერვლის ჩათვლით;

გ) მობილობის მსურველი  ვალდებულია არაუგვიანეს 18 თებერვლისა წერილობით განაცხადოს თანხმობა აღიარებული კრედიტების შესახებ.

2.    გარე მობილობისათვის  წარმოსადგენი დოკუმენტების  შემდეგი ნუსხა  (უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა)    განცხადება;

ბ)    პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის)/ბაკალავრის/ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;

დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;

ვ)  სტუდენტის სასწავლო ბარათი;

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3.     სტუდენტების გარე მობილობით ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოიცემა არა უგვიანეს 1 მარტისა;

4.     მობილობის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია გააფორმოს ხელშეკრულება უნივერსიტეტთან და სემესტრული გადასახადის ფარგლებში გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე.

 

 

Photo gallery