2021 წლის 9-10 დეკემბერს გორის სახელმწიფო
სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა მე-14 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„განათლება, მეცნიერება, ინოვაციები: მსოფლიო და საქართველო“. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც ხაზი
გაისვა განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების მიღწევების კომპლექსურ გამოყენებას
საქართველოს შემდგომი განვითარებისათვის.