2022
წლის 25 მარტს 15:00
საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი მარინე დონგუზაშვილი ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე:
„მოდერნიზმის ურბანისტული
მოდელები (გრ. რობაქიძე, ა. ბელი, ფ. ს. ფიცჯერალდი)“
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ნანა კუცია – ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ექსპერტები:
ნინო წერეთელი – ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ნინო მინდიაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი;
ოფიციალური რეცენზენტები:
როსტომ ჩხეიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;
მარინე ტურავა – ფილოლოგიის
დოქტორი, სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
დისერტაციისა და დისერტაციის
მაცნის ელ-ვერსიების გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში.
საკვალიფიკაციო ნაშრომის
დაცვა შედგება ონლაინ რეჟიმში.