სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ტრადიციულად, წელსაც მონაწილეობდნენ ფასანაურში
მიმდინარე ჯომარდობის ჩემპიონატში, რომლის ორგანიზატორია საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია.
გარდა
სპორტის ამ ექსტრემალური სახეობისა, სტუდენტები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებშიც
წარმატებით ჩაერთვნენ.
ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს მხურვალედ გულშემატკივრობდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო თოფურიძე და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებიც, რომლებიც ასევე თავად აქტიურად ჩაერთვნენ ჯომარდობაში.