სსიპ-სოხუმის
სახელმწიფო
უნივერსიტეტში 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების
შედეგებით საბაკალავრო პროგრამების პირველ კურსზე და ქართული ენის საგანმანათლებლო
პროგრამაზე სწავლის
უფლებამოპოვებული
აბიტურიენტების რეგისტრაციის ვადები:
1. სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხვის მიზნით საბაკალავრო პროგრამების პირველ კურსზე და ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის
უფლებამოპოვებული
აბიტურიენტი ვალდებულია:
·
2020 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით
გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია, რაც გულისხმობს სწავლის სემესტრული
საფასურის სრულად გადახდას. აბიტურიენტს თანხის გადახდა შეუძლია ნებისმიერ ბანკში:
საბანკო რეკვიზიტები: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მიმღების ბანკი:
სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 7 0904 7289
·
წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პირადობის მოწმობა (ასლი);
2. წვევამდელის მოწმობა (ასლი) ვაჟებისათვის;
3. საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა (ნოტარიალურად
დამოწმებული ატესტატის ასლი);
4. თანხის გადახდის ქვითარი (ასლი);
5. სამი ფოტოსურათი (3X4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.
2.
დოკუმენტების მიღება იწარმოებს ყოველდღე 1000
საათიდან 1700 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა) სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის პირველ სართულზე; მისამართი: თბილისი, ა.
პოლიტკოვსკაიას ქუჩა №61.
3. აბიტურიენტი,
რომელიც დადგენილ ვადაში არ გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას, კარგავს
ეროვნული გამოცდებით მოპოვებულ სწავლის უფლებას.
P.S. არასრულწლოვან აბიტურიენტს რეგისტრაციის გავლისას
თან უნდა ახლდეს მშობელი ან ნდობით აღჭურვილი პირი.