სიახლეები

შეხვედრა  CSR  ექსპერტთან ჟან მონეს მოდულის ფარგლებში

2023 წლის 17 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტების შეხვედრა  კომპანია MBC-ის (https://www.mbc.com.ge)  კორპორაციული პასუხისმგებლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ, CSR-ის ექსპერტთან, გვანცა ფაცაციასთან.  ექსპერტმა ისაუბრა კომპანიის საქმიანობაზე, CSR-ის ფორმებზე, დაინტერესებულ პირებსა და სამომავლო გეგმებზე. MBC-ის საქმიანობამ და CSR-ის სფეროში გამოცდილებამ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში - მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა. დასასრულს, ჟან მონეს მოდულის მენეჯერმა ლარისა თაკალანძემ და სტუდენტებმა გულითადი მადლობა გადაუხადეს ქალბატონ გვანცას საინტერესო ლექციისთვის და CSR-ის სფეროში მდიდარი გამოცდილების გაზიარებისთვის.

შეხვედრა ჩატარდა ERASMUS+ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ჟან მონეს მოდულისკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვისფარგლებში


MBC-HEADLINE

ფოტო გალერეა