სიახლეები

აშშ-ში მოღვაწე სოხუმელი მეცნიერის საჯარო ლექცია

2021 წლის 30 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიისა და ფარმაციის ფაკულტეტზე ონლაინ-საჯარო ლექცია გაიმართა: ამერიკის შეერთებული შტატების დართმუთის კოლეჯის, თეიერის საინჟინროს სკოლის პროფესორმა, ელექტრომაგნიტური სენსირების ჯგუფის დირექტორმა, მეცნიერების დოქტორმა ფრიდონ შუბითიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე – „მეცნიერება და ტექნოლოგიები ქვეყნის მომავალია“.

ბატონი ფრიდონ შუბითიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა და საამაყოა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა მრავალფეროვანია: ის მიწისქვეშა აუფეთქებელი ჭურვების აღმოჩენა-განეიტრალებას მოიცავს, ასევე აქტიურადაა ჩართული სამედიცინო პროექტებში, რაც დნმ-ის გაშიფვრას წამოადგენს. საინტერესოა მისი ჩართულობა სიმსივნის განკურნების ტექნოლოგიების შემუშავებაში. პროფესორ ფრიდონ შუბითიძეს აქვს უამრავი პროექტი საქართველოში, რომლებიც წარმატებით მიმდინარეობს. მისი ღრმა რწმენით ქვეყნის მომავალი სწორედ ტექნოლოგიების განვითარებაში და მათ დანერგვაშია.

ლექციამ საინტერესო დისკუსია გამოიწვია, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ: დართმუთის კოლეჯის, თეიერის საინჟინროს სკოლის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, კომპანიაWhite River Technology “-ის უფროსი ფიზიკოსი, „ჩაძირული სხეულების სენსირების ტექნოლოგიები და კონსულტაციები“- დამფუძნებელი, მეცნიერებათა დოქტორი ირმა შამათავა, პროფესორი მელორ ალფენიძე, ასოცირებული პროფესორები: ნესტან კეკელია, როინ ბერია, ციალა ძიძიგური, სტუდენტები.

ღონისძიების დასასრულს ფაკულტეტის დეკანმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობისათვის და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. 

ფოტო გალერეა