2024 წლის 9 თებერვალს,
14:00 საათზე სსიპ
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის
სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი მაყვალა ანთაძე ფილოლოგიის დოქტორის
აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „წარმართულისა
და ქრისტიანულის სინთეზი (რეცეფცია) გოდერძი ჩოხელის ბელეტრისტიკაში“ (სადოქტორო პროგრამა: თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის
თეორია).
სამეცნიერო
ხელმძღვანელი: მარინა ტურავა –
ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ექსპერტები: თამარელა
წოწორია -
ფილოლოგიის დოქტორი, შოთა
რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის
მეცნიერ-თანამშრომელი და ნინო ვახანია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული
პროფესორი;
ოფიციალური რეცენზენტები:
გიორგი ხორბალაძე - ფილოლოგიის დოქტორი,
სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ნანა კუცია - ფილოლოგიის დოქტორი,
სსიპ სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ასოცირებული
პროფესორი.
დისერტაციისა და დისერტაციის
მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
დისერტაციის დაცვა შედგება
მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას
ქ. №26, VII სართული, საპრეზენტაციო დარბაზი.