სიახლეები

დოქტორანტ ქეთევან შარიქაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2022 წლის 7ივლისს 15 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ქეთევან შარიქაძე ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე„ოტია იოსელიანის ენობრივი სამყარო“.

 

სამეცნიერო ხელმძღვანელები: თამილა ზვიადაძე ფილოლოგიის დოქტორი, სსუ ასოცირებული პროფესორი; ქეთევან მარგიანი – ფილოლოგიის დოქტორი, სსუ ასოცირებული პროფესორი.

ექსპერტები: ლელა გილგემიანი ფილოლოგიის დოქტორი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი; მარინა კაკაჩია ფილოლოგიის დოქტორი, სსუ ასოცირებული პროფესორი;

ოფიციალური რეცენზენტები: ნუნუკა გელდიაშვილი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ბიძინა ლემონჯავა ფილოლოგიის დოქტორი, სსუ ასოცირებული პროფესორი.

დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

ფოტო გალერეა